ორი ქართველი, გიგა კვეტენაძე და ლევან სულაბერიძე კარიერას სერბეთში გააგრძელებენ. ისინი ბელგრადის საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხნენ, სადაც სამი თვე დარჩებიან. ამ დროში მათ უცხოელი სკაუტები დააკვირდებიან და სამი თვის შემდეგ გაირკვევა, სად გააგრძელებენ კარიერას.
კვეტენაძე და სულაბერიძე რამდენიმე დღეში გაემგზავრებიან ბელგრადში და ზემოაღნიშნულ აკადემიაში სხვადასხვა ქვეყნის 20-22 წლის ნიჭიერი კალათბურთელების გვერდით ივარჯიშებენ.
ლევან სულაბერიძე 1991 წელსაა დაბადებული, ბოლო წლებში "სოხუმის" ღირსებას იცავდა. იგი გუნდს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ეხმარებოდა.
გიორგი კვეტენაძე (1990) ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "სოხუმში" თამაშობდა. იგი
ამპლუით მსუბუქი ფორვარდია. გიგა 2009-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობდა. იგი 2008-09 წლების სეზონში ბარსელონურ ”ბარბერაში” ასპარეზობდა, საიდანაც "სოხუმში" დაბრუნდა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად სუპერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"