ცხადია, 19 წლის სანაძე პირველივე წელს უმაღლესი ლიგის გუნდში ვერ მოხვდება, ითამაშებს "ჟალგირისის" ახალგაზრდებში და მომავალი წინსვლაც მასზე იქნება დამოკიდებული.
- "ჟალგირისში" გადასვლა გადაწყვეტილია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად B დივიზიონის მატჩების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ლიტვაში გავემგზავრები. ამ ქვეყნის ვიზა და ყველა საჭირო საბუთი მოწესრიგებული მაქვს.
- "ჟალგირისის" ხელმძღვანელობა როგორ დააინტერესე?
-
- რა ინფორმაცია გაქვს, როგორი გუნდია ახალგაზრდული "ჟალგირისი"?
- ახლახან, ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იმ გუნდიდან რამდენიმე კალათბურთელი ჩემი თანაკლუბელი იქნება. კონკურენცია სერიოზული უნდა იყოს, თუმცა ყველაფრისვის მზად ვარ. ლიტვის დუბლების ჩემპიონატშიც ვითამაშებთ და, როგორც თქვეს, საერთაშორისო შეჯიბრებაშიც...
- ახლა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე ვთქვათ. B დივიზიონში თქვენს მეტოქეებს რამდენად კარაგდ იცნობთ?
- ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი პოლონეთის ნაკრები იქნება. პოლონელთა სწორედ იმ შემადგენლობასთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომელმაც შარშან 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
- ზოგიერთ ამჟამინდელ მოწინააღმდეგეს შარშანაც დაუპირისპირდით.
- ვიცნობთ ესტონეთის ნაკრებს, რომელანაც ნათამაშები გვაქვს. იგივე შეიძლება ითქვას რუმინელებზე. ისინი შარშან დავამარცხეთ, თუმცა, ურიგო გუნდი არ იყო და არც წლეულს გველის იოლი გასეირნება. შვეიცარიასაც კარგი თაობა ჰყავს.
- რისი იმედი უნდა გვქონდეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ახალგაზრდული ნაკრებისგან?
- შეკრული გუნდი გვყავს. ერთმანეთის კარგად გვესმის. ძალას არ დავიშურებთ მაქსიმუმის მისაღწევად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"