საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდი მომავალ სეზონში ბელგიური "შარლერუას" ღირსებას დაიცავს. თორნიკემ ამ კლუბთან კონტრაქტი 2010 წელს გააფორმა, თუმცა გასული სეზონი ასევე ბელგიურ "პეპინსტერში" გაატარა. იგი ამ გუნდში განათხოვრებული იყო.
როგორც ჩანს, "პეპინსტერში" და ევროპის ახალგზარდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებული თამაში მხედველობიდან არ გამორჩენიათ შარლერუელებს, რომლებმაც შენგელიას გუნდში დაბრუნება გადაწყვიტეს. ქართველი ფორვარდი შარშან საშუალოდ 18.7 წუთში საშუალოდ 6.4 ქულასა და 3.6 მოხსნას აგროვებდა. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ივლისში 9 მატჩი
"შარლერუა" შარშან ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, 2011 წლის მაისში ბელგიის ჩემპიონატი მოიგო და წლეულსაც ევროლიგაზე იასპერეზებს. თუმცა ჯგუფურ ტურნირში სათამაშოდ საკვალიფიკაციო ეტაპი აქვს გასავლელი, რომელშიც საწყის ეტაპზე უკრაინის "დონეცკს" ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"