"ამჟამად "ვირტუსის" კალათბურთელი ვარ. კონტრაქტი 2+1 სქემით მაქვს გაფორმებული. ახლა საკმარისი წინადადებები მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, სად ვითამაშებ. ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს.
კარგი სეზონი ჩავატარე და NBA-ში გადასვლის შანსი მქონდა. ამასთან, ლიგაში ახლა ლოკაუტია და თებერვლამდე იქ თამაშს მაინც ვერ მოვახერხებ. თუმცა, NBA-ს ერთ-ერთ კლუბთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებ", - თქვა სანიკიძემ, რომელიც ამჟამად იგორ კოკოშკოვის გუნდთან ერთად ევრობასკეტზე მორიგი მატჩებისთვის ემზადება.
მომზადებულია Sportando.net-ის