თორნიკესთვის სადებიუტო "ლეიდენთან" დაპირისპირება გამოდგა, რომლითაც "პეპინსტერმა" ჰოლანდიური შეკრება გახსნა. მატჩი "ლეიდენის" გამარჯვებით დასრულდა – 88:71. შენგელიამ ახალ კლუბში ქართველთათვის ყველაზე სასურველი, 7-ნომრიანი მაისურა მოირგო, ხოლო ბელგიური ანგარიში 6 ქულით გახსნა. პეპინსტერელთა შორის ამერიკელი ფრიმენი გამოირჩა - 27 ქულა.
მეორე დღეს შენგელიას გუნდი ჰოლანდურ გრანდ "ეიფელ ტაუერსს" "დაეჭიდა". ბელგიელებმა ამჯერად დაცვაში უკეთ ითამაშეს, ჰოლანდიელებს 69-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინეს, თუმცა შეტევაში ვერ ივარგეს -
ბელგიის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. მასში 9 გუნდი მონაწილეობს. რადგან პირველობაზე კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს. ჩემპიონატის პირველი დღე სწორედ "პეპინსტერის" გარეშე ჩაივლის. მეორე ტურში, 9 ოქტომბერს თორნიკეს გუნდი ჩემპიონ "შარლერუას" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიას "შარლერუასთან" ორწლიანი კონტრაქტი აქვს და "პეპინსტერში" ერთ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს.