ყოფილი ბარსელონელი შსს-ში

AutoSharing Option
გუშინ შსს-ს საკალათბურტო კლუბის პრეზიდენტმა, ლევან მიქაბერიძემ სატრანსფერო სიახლე გვაცნობა: ძალოვანთა გუნდში ახალ სეზონში კოკა ტომარაძე ითამაშებს. იგი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა და ეროვნულ გუნდშიც იყო მიწვეული. ტომარაძემ წლეულს სლოვაკეთთან ამხანაგური მატჩიც ითამაშა, თუმცა იგორ კოკოშკოვის 12-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
კოკა ბოლო წლებში ესპანეთში თამაშობდა. ჯერ ტენერიფეს "არონას" ღირსებას იცავდა, საიდანაც "ბარსელონაში" გადავიდა და კატალონიური გრანდის ჭაბუკთა გუნდში ასპარეზობდა. ბოლო სეზონში იგი "მონსონთან" ერთად ება-ს ლიგაზე გამოდიოდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული