ზაზა ფაჩულიამ მონაგარი წუთებში შეაჯამა: 7+6+2=15

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში მეორე პერიოდი ჩააგდო (23:35) და მატჩის წაგების მიზეზიც ეს გახდა. "უიზარდსმა" "ქორები" 107:92 დაამარცხა.

ჯორჯიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ წაგების მთავარ მიზეზად დაცვა დაასახელა, მეტოქის იერიშების შესანარჩუნებლად ენერგია არ გვყოფნიდაო. სეზონის მესამე მარცხს შეიძლება სხვა მიზეზიც მოეძებნოს - "ატლანტას" მთავარი მწვრთნელი ექსპერიმენტებს ატარებს, ოპტიმალურ სქემასა და შემადგენლობას ეძებს. ამიტომ წამყვან კალათბურთელებს ბოლომდე არ ტვირთავს, თავის გამოჩენის საშუალებას ახალწვეულებს აძლევს.

საგამოფენო მატჩების დაწყებამდე ამერიკელი ჟურნალისტები წამყვან მოთამაშეთა შორის ზაზა ფაჩულიასაც ასახელებდნენ. მან "ვაშინგტონთან" 15 წუთი ითამაშა
და თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა. მისი შრომის ნაყოფი რომ შევაჯამოთ, მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობას მივიღებთ: 7(ქულა)+6(მოხსნა)+2(პასი)=15(წუთი). სხვათა შორის, მაშინ, როცა "უიზარდსი" თამაშის ბედს წყვეტდა, ზაზა მოედანზე არ იყო. ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამზე მეორე პერიოდის დასაწყისში დაჯდა (30:34) და მესამე თორმეტწუთეულის ბოლოს დაბრუნდა (58:76).

"ატლანტა" მეოთხე საგამოფენო შეხვედრასაც სტუმრად ჩაატარებს. ამჯერად "ნიუ ორლეანს" ესტუმრება. მატჩი 16 ოქტომბერს გაიმართება.

უიზარდსი-ატლანტა 107:92
ზაზა ფაჩულია: 15 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი
03:30 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
02:27 ორქულიანი: არაზუსტი
01:28 ფოლი: 1
00:35 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:25 საჯარიმოები: 2/1ქ (23:25)

II პერიოდი
11:08 ფოლი: 2
10:31 ორქულიანი: 3ქ (28:30)
08:39 ტომასმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი
04:57 ზაზამ სმიტი შეცვალა
04:33 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
04:27 შეცდომა: 1 (ბურთი დაკარგა)
04:16 ფოლი: 3
03:17 პასი: 1 (პაუელი 2ქ, 63:80)
02:46 ორქულიანი: 5ქ (65:80)
02:26 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
01:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
00:24 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

IV პერიოდი
11:27 ორქულიანი: არაზუსტი
10:18 ორქულიანი: 7ქ (71:87)
09:23 პასი: 2 (კროუფორდი 3ქ, 74:91)
08:59 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
08:27 ტომასმა ზაზა შეცვალა




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული