გუშინ ლაშამ "გისენს" მეოთხე მატჩი მოაგებინა - "ულმი" 88:81 დაამარცხა. წარმატების ქართველისთვის მიწერა გადაჭარბებული სულაც არ არის - მაშინ, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, გამყრელიძის შეჩერება ვერც ერთმა ულმელმა მოახერხა: სირენამდე 7:35 წუთით ადრე ლაშამ დრიბლინგი ორქულიანით დაასრულა, რის შემდეგაც "გისენმა" 8-ქულიანი ფორა მოიპოვა (71:63). გავიდა ოთხი წუთი და სხვაობა ისევ 8 ქულა იყო. სწორედ ამ დროს გამყრელიძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და
"გისენის" ქართველი გამთამაშებელის მონაგარი ეფექტურად გამოიყურება: 32 წუთი, 12 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა.
გერმანიის ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ტურები ერთმანეთს გადაება. "ულმთან" მატჩზე უკვე მოგითხრეთ, ახლა ორიოდე სიტყვას "ოლდენბურგი" "გისენის" შეხვედრაზე ვიტყვით. ამ მატჩამდე ორივე გუნდი უძლეველი იყო.
მესამე პერიოდის შემდეგ ოლდენბურგელები 60:48-ს იგებდნენ. მეოთხის დასაწყისში ლაშა გამყრელიძემ ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი, ამას მოჰყვა შედეგიანი პასი ფრისის მისამართით და სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (55:60). გამოფხიზლებულმა გისენელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს - 67:74.
ლაშამ 28 წუთში 7 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოინაგრა.