მანუჩარ მარკოიშვილს "გალათასარაი" იწვევს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა "სპორტანდომ" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დიდია ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიური "კანტუდან" თურქულ "გალათასარაიში" გადავიდეს.

გაზეთ "ლა რეპუბლიკაში" ზუსტი თანხა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნათქვამია, რომ მარკოიშვილმა მეგა-შეთავაზება მიიღო.

"დეილიბასკეტი" კიდევ უფრო ჩაუღრმავდა საკითხს და შეგვახსენა, რომ "კანტუს" ერთ-ერთი ძლიერი სპონსორი გაურბის და ეს ტრანსფერი გუნდს თავის გატანისთვის სჭირდება.

თავის მხრივ, "გალათასარაის" მსროლელი დევიდ ჰოუკინსი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და მანუჩარი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.

შეგახსენებთ, "ლომები" ("გალათასარაის" მეტსახელი) თურქეთის ჩემპიონატის პარალელურად, ევროთასზე ასპარეზობენ.

27 იანვარს მანუჩარის
"კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში "რომას" უმასპინძლა და 60:65 დამარცხდა. ქართველმა უკანახაზელმა 26 წუთში 10 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული