მართალია, დუდას სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ გუნდთან ერთადაც აქტიურად ემზადება და ინდივიდუალური მწვრთნელიც ჰყავს.
განსაკუთრებით, ფიზმომზადებას აქცევს ყურადღებას, რაც ევროპაში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გამოადგება.
საიტმა Europeanprospects.com-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ სანაძესთან, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
- რატომ გადაწყვიტე ამერიკის კოლეჯის გუნდში გადასვლა?
- ვფიქრობ, ამერიკაში პროგრესირების საშუალება მექნება და აქ მიღებული გამოცდილება
- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ?
- უფრო ფიზმომზადებაზე. ასევე ვვარჯიშობ სისწრაფეზე, დაცვაზე, ტყორცნაზე და კიდევ არაერთ დეტალზე. ვფიქრობ, მათი დახვეწა ევროპაში დაბრუნების შემდეგ სათანადო შედეგს გამოიღებს.
- "სან დიეგოს" მაისურით ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ გითამაშია...
- რადგან გუნდის ახალწვეული ვარ, ამავე დროს ევროპაში ბევრი პროფესიონალური მატჩი მაქვს ჩატარებული, ამერიკაში ჩამოსვლიდან პირველივე წელს თამაშის უფლება არ მაქვს. ამაზე არ ვღელავ, ვემზადები და მომავალი სეზონიდან ვითამაშებ კიდეც.
- სასწავლებელში რა სპეციალობას ეუფლები?
- ბიზნესს ვსწავლობ, რომელსაც არაერთი განხრა აქვს და მეტად სანტერესოა.
- 4 წლის შემდეგ სად იქნება დუდა სანაძე?
- მინდა გავუმჯობესდე როგორც დაცვის, ასევე შეტევის კუთხით და კალათბურთი კარგ პროფესიონალურ გუნდში ვითამაშო.
- "სან დიეგოში" კიდევ სამი ევროპელია: ჰოლანდიელი ჯიტო კოკი და ბერძენი ჯონ სინისი ახლახან ჩამოვიდნენ, გერმანელი დენის კრამერი კი ამერიკაშია გაზრდილი. რა სხვაობას ხედავ აქაურ და ევროპულ კალათბურთს შორის?
- მოთამაშეებს მაინც ეტყობათ ევროპული სტილი, მაგრამ ამერიკულ კალათბურთსაც იოლად აუღეს ალღო. სხვადასხვა კუთხით გუნდისთვის ყველა სასარგებლოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"