ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას კვლავ ტრავმა აწუხებთ

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას კვლავ ტრავმა აწუხებთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა NBA-ში მორიგი მატჩები გამოტოვეს. წინა დღისგან განსხვავებით კი, "ატლანტამ" და "ბრუკლინმა" ამჯერად მოიგეს.

"ფილიპს არენაზე" ატლანტელებმა "მემფისს" უმასპინძლეს და გუდი გეის წასვლის შემდეგ დასუსტებული "გრიზლისი" 103:92 დაამარცხეს. გამარჯვებულებს ჯეფ ტიგმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 13 პასი მოაგროვა.

"ბრუკლინმა" კი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. შენგელიას გუნდი დეტროიტში "პისტონსს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 93:90 დაამარცხა. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე ბრუკლინელები 4 ქულით აგებდნენ, თუმცა თამაშის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს.

მოგებების მიუხედავად,
ქართველების გუნდების სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა: "ბრუკლინი" მე-5-ეა, "ატლანტა" კი მე-6. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 8 თებერვალს შინ, "ნიუ ორლეანთან" გამართავს, ხოლო "ბრუკლინი" ამავე დღეს ვაშინგტონში, "ვიზარსთან" ითამაშებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული