ბექა ბურჯანაძის 11-მა ქულამ "კახასოლს" ვერ უშველა

AutoSharing Option
19 წლის ქართველმა ფორვარდმა ევროთასზე კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

პლუს ამას, ბექა ბურჯანაძემ "კახასოლის" ძირითად გუნდში პირადი რეკორდი დაამყარა.

რაც სევილიური კლუბის ძირითად გუნდშია, ქართველ ფორვარდს 11 ქულა არ ჩაუგდია. ევროთასის გათამაშების მორიგ ტურში კახასოლელებმა პოლონურ "ზელიონა გორას" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდნენ. სწორედ ამ მატჩში ჩააგდო ბურჯანაძემ 11 ქულა, რისთვისაც მას მხოლოდ 12 წუთი დასჭირდა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 12,44 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 3-იდან 3 სამქულიანი და 3-იდან 1 ორიანი ჩააგდო. 11 ქულას ბურჯანაძემ 3 მოხსნაც მოაყოლა, თუმცა
ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გასამარჯვებლად. სევილიელებმა ბოლო პერიოდი 20:27 დათმეს და მასთან ერთად მატჩი წააგეს.

5-იდან ყველა წაგებით "კახასოლი" K ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 20 თებერვალს, სევილიური კლუბი სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული