კიეველებმა პრინციპული და ამბიციური მეტოქე სტუმრად, ზაპოროჟიეში დაამარცხეს. "ბუდიველნიკმა" შესანიშნავად ითამაშა და აქამდე, კარგა ხნის მანძილზე უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი "ფერო" 75:68 დაამარცხა.
კიეველთაგან 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია, რომელთა შორისაც ქართველი გამთამაშებელი არ ყოფილა.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22,43 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 9-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ცინცაძემ 8 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. კიეველებს, ტრადიციულად,
23 მოგებითა და 7 მარცხით "ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, ცინცაძის გუნდი "კრივბასს" უმასპინძლებს.
gbf.ge