ბერძნებმა ესპანურ "კახა ლაბორალს" უმასპინძლეს და 82:74 დაამარცხეს. ამ მატჩამდე "ოლიმპიაკოსსა" და ლაბორალს ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, მოგებამ კი ჯგუფიდან გამსვლელ კვარტეტში ესპანელთა ნაცვლად ბერძნები შეიყვანა. თუმცა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი.
მასპინძელთა თავკაცმა გეორგიოს ბარძოკასმა შერმადინი მესამე პერიოდში 6 წუთი ათამაშა. გიორგიმ 3 ქულა (6-დან 3 საჯარიმო) და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"