მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაის" მაისურით პირადი რეკორდი დააფიქსირა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მანუჩარ მარკოიშვილმა "გალათასარაიში" პირადი რეკორდი დააფიქსირა.

ეს იყო ქართველი უკანახაზელის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი თურქულ კლუბში. "გალათასარაიმ" სტუმრად "ოლინ ედრინი" 69:59 რომ დაამარცხა, ამაში მარკოიშვილის წვლილი ძალიან დიდია.

ქართველმა უკანახაზელმა პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25,20 წუთი გაატარა. მანუჩარმა 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სავარაუდოდ, იგი უფრო მეტს მოაგროვებდა, თუმცა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. წინა მატჩის მსგავსად, მარკოიშვილს
ქულების გარდა სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი არ მოუხვეჭავს.

ქართველ უკანახაზელთან ერთად სტამბოლელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ კარლოს აროიომ გადალახა, რომელმაც 15 ქულას 7 პასიც მოაყოლა. 8-8 ქულა ჰქონდათ ერსინ დაგლისა და მილან მაჩვანს.

16 მოგებითა და 3 მარცხით "გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატში 1-2 ადგილებს "პინარ ქარშიაქასთან" იყოფს. მომდევნო ტურში, 2 მარტს, მარკოიშვილის გუნდი "ერდემირს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული