თორნიკე შენგელია NBA-ს განვითარების ორმაგი დუბლით ლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია NBA-ს განვითარების ლიგაში დაბრუნდა.

ქართველ ფორვარდს "ბუკლინ ნეთსში" თამაში თითქმის არ უწევდა, როს გამო მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გაუშვეს D-ლიგაში, სადაც ბრუკლინელთა სატელიტ გუნდ "სპრინგფილდ" არმორის ღირსებას იცავს.

2 მარტს, გამთენიისას, შენგელიას გუნდი "ფორდ ვეინ მედ არტსს"'დაუპირისპირდა და 110:119 დამარცხდა, თორნიკე კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ და ორმაგი დუბლიც მიითვალა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 38:39 წუთი დაჰყო, რა დროშიც მის ანგარიშზე 21 ქულა (6-11 ორქულიანი, 1-5 სამქულიანი, 6-11 საჯარიმო), 10 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი
პასი, 1 ჩაჭრა და 9 დაკარგვა იყო.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული