ქართველმა ფორვარდმა დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფ სპრინგფილდელებს ერთ-ერთი ფავორიტი "ერი ბეიჰოქსი" დაამარცხებინა. წინა მატჩში კი, 2 დღის წინ "არმორი" მხოლოდ ერთი ქულით დამარცხდა დივიზიონის ლიდერ "ფორტ ვეინთან".
ამჯერად შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით "სპრინგფილდ არმორმა" "ერი ბეიჰოუქსი" 130:112 დაამარცხა. შენგელიამ 31,37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14-დან 9 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ამ ყველაფერმა ჯამში 26 ქულა შეადგინა, რასაც თორნიკემ 6
ამ შედეგით შენგელია სპრინგფილდელთაგან საუკეთესო იყო. 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა კლის ჯოზეფს, ხოლო 20 ქულით დაასრულა შეხვედრა რეიმონ მურმა.
მომდევნო მატჩს "სპრინგფილდი" 8 მარტს კვლავ "ერი ბეიჰოქსთან" ჩაატარებს, თუმცა შენგელია, თუ "არმორში" ყოფნა არ გაუგრძელეს, ამ დროისთვის უკვე "ბრუკლინ ნეთსში" იქნება.
ქართველი ფორვარდი ოფიციალურად 1 კვირითაა გაშვებული D ლიგაში.
www.gbf.ge