ზაზა ფაჩულიამ ტრავმის გამო დენვერში ვერ ითამაშა

AutoSharing Option
ისე და ისევ ფეხის ტრავმის გამო, ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი გამოტოვა.

"ატლანტა ჰოუქსმა" გასვლითი 6-მატჩიანი ტურნე მარცხით დაასრულა. შედეგად, ამ მოგზაურობიდან ატლანტელებს 3-3 მოგებ-წაგება შერჩათ, რაც არც ცუდი შედეგია და არც კარგი.

გასვლითი ტურნეს ბოლო მატჩი "ქორებმა" დასავლეთის ერთ-ერთ მძლავრ წარმომადგენელ "დენვერთან" გამართეს და 88:104 დამარცხდნენ.

ატლანტელთაგან 18 ქულით და 13 მოხსნით ალ ჰორფორდი გამოირჩა, რომელმაც ფაჩულიას არყოფნაში მოედანზე 34 წუთი გაატარა.

მომდევნო მატჩს ატლანტელები 6 მარტს შინ, "ფილადელფიასთან" გამართავენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში "ჰოუქსი" 4-6 ადგილებს "ბრუკლინთან" და "ჩიკაგოსთან" იყოფს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული