ნიკა ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა "ანიბალთან" 52-ს მიაღწია

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიკა ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" "ანიბალს" უმასპინძლა და 99:73 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან ქულების უმეტესობა ქართველმა თავდამსხმელმა მოაგროვა: 36 წუთში 30 ქულა, 18 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა.

აქვე საჭიროა სრული შეტევითი მონაგარის გაცნობა - 12-დან 8 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო. სკიტას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 52-ს მიაღწია, რაც მეტისმეტად ეფექტური მაჩვენებელია.

"ჩამპვილმა" რეგულარული ეტაპი 12 მოგებით (6 მარცხი) მესამე ადგილზე დაასრულა.

* * *

NBA-ში ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" სტუმრად "დენვერთან" 88:104 დათმო. ქართველ
ცენტრს არ უთამაშია, აქილევსის მყესი აწუხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული