ჯეიკობ პულენი სერია A-ში გადადის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი იტალიურ "ბოლონიას" კონტრაქტის პირობებზე მოელაპარაკა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს.

როგორც იტალიელი საკალათბურთო აგენტი დანიელე ლაბანტი იტყობინება, პულენი ბოლონიელებთან 2-თვიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იტალიურ კლუბს ფინანსურ საკითხებზე უკვე მოელაპარაკა და ახლა თავის მოქმედ გუნდს, იერუსალიმის "ჰაპოელს" უნდა დაელაპარაკოს კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით.

პულენისთვის იტალიაში თამაში უცხო არაა. 2011-12 წლების სეზონში ის სერია A-ს გუნდ "ბიელაში" გამოდიოდა და საშუალოდ 16 ქულას, 3,2 პასს და 1,8 ჩაჭრას
აგროვებდა.

მიმდინარე სეზონს კი პულენი ებრაულ "ჰაპოელში" ატარებს, რომლის შემადგენლობაშიც ისრაელის ჩემპიონატში საშუალოდ 12,6 ქულას და 4 პასს აგროვებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული