გიორგი შერმადინმა ტრავმის გამო უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ქართველმა ცენტრმა ევროლიგის მორიგ ტურში ტრავმის გამო არ ითამაშა. პირეოსელებმა ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ "ბარსელონას" უმასპინძლეს და 77:90 წააგეს.

მასპინძლები კატალონიელებს 3 მეოთხედის განმავლობაში უძალიანდებოდნენ. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე "ბარსა" მხოლოდ 1 ქულით იგებდა, თუმცა დარჩენილი პერიოდი "ოლიმპიაკოსმა"15:27 წააგო და შეხვედრაც უშანსოდ დათმო.

გამარჯვებულებს 21 ქულით სლოვენიელმა ცენტრმა ერაზმ ლორბეკმა ულიდერა, ხოლო ოლიმპიაკოსელთაგან 23 ქულით ვასილის სპანულისი გამოირჩა.

6 მოგებითა და 4 მარცხით შერმადინის გუნდი ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩა, თუმცა
8 მარტს თამაშობს რუსული "ხიმკი", რომელიც ვიქტორ სანიკიძის "სიენას" მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, პირეოსელებს გაუთანაბრდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული