ნიკა მეტრეველის 19 ქულა "ომენას" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
იტალიის ლიგა "ნაციონალე 1-ში" საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად, თუმცა მისი შრომა "ომენას" გამარჯვებას ვერ გასწვდა.

ომენელთა მეტოქე ლიგის პირველადგილოსანი "ტორინო" იყო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ომენაში გაიმართა, მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით (22:13) მოგება ტურინელებს დარჩათ - 67:59.

ნიკა მეტრეველი (1989) სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ვერც იმას ვიტყვით, რომ სროლის სიზუსტეში მოიკოჭლებდა: 2-დან 2 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო, 11-დან 5
ორქულიანი.

ამ წაგებით "ომენა" მერვე ადგილამდე დაეშვა და ერთი მოგებითღა (13 გამარჯვება აქვს) უსწრებს მეცხრეადგილოსან "რეჯო კალაბრიას". ჩემპიონატის პლეი ოფში რვა გუნდი გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული