ქართველ უკანახაზელს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და წინა მატჩში, ევრთასზე, არ უთამაშია.
9 მარტს კი მანუჩარი მოედანზე გამოჩნდა და თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
"გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ანკარაში, "თედ კოლეჯთან" გამართა და 94:86 გაიმარჯვა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32,32 წუთი გაატარა. მანუჩარმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა.
მარკოიშვილმა თავის გუნდში უმეტესი - 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას ასევე
სტამბოლელთა შორის 25 ქულით ბომბარდირი ენდერ არსლანი გახდა, ხოლო იამონტ გორდონმა 17 მიითვალა.
"გალათასარაის" 18 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 16 მარტს, სტუმრად, "მერსინთან" გამართავს.
gbf.ge