უკრაინელებს რუსეთში 11 ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული და შინ შედარებით დიდი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ.
"ბუდიველნიკმა" განსაკუთრებით ეფექტურად მეორე (24:9) და მეოთხე (19:7) ათწუთეულები ჩაატარა და საწადელსაც მიაღწია.
უკრაინელთა ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 17 წუთში 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტი ამერიკელმა მალკოლმ დილეინიმ ჩააგდო - 17 ქულა.
ნახევარფინალში "ბუდიველნიკი" ესპანურ, კერძოდ, ბასკურ "ბილბაოს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 19 ან 20 მარტს გაიმართება, მეორე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"