ნიკა ცქიტიშვილის 21 მოხსნა, ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლიბანში

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილი, რაც ლიბანში თამაშობს, არაერთი შთამბეჭდავი შედეგი დაუფიქსირებია, თუმცა ამჯერად პირადი რეკორდი მიითვალა.

ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელშიც "ჩემპვილმა" "მუტაჰედს" უმასპინძლა და 76:67 მოუგო, ცქიტიშვილმა 21 მოხსნა მოიხვეჭა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად - 40 წუთი ითამაშა და 21 მოხსნასთან ერთად 12 ქულა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჩემპვილელთა შემადგენლობაში 33 ქულით ბომბარდირი ფადი ხატაბი გახდა.

მომდევნო მატჩს "ჩემპვილი" 17 მარტს, სტუმრად "ალ რიადთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული