გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" "კოლოსი" წააქცია

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ოლიმპიაკოსმა" კუნძულ როდოსის "კოლოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში წააქცია - 70:65.

საინტერესოა, რომ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კოლოსელები 60:58-ს იგებდნენ, თუმცა მომდევნო სამ წუთში "ოლიმპიაკოსი" 10:0 გაიქცა და მეტოქეც აქ გატყდა.

მწვრთნელმა გეორგიოს ბარძოკასმა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მხოლოდ 1:19 წუთი ათამაშა.

დროის ამ მონაკვეთში 216 სმ სიმაღლის ქართველმა მხოლოდ ის მოასწრო, რომ ორჯერ დაჯარიმდა.

"ოლიმპიაკოსს" უახლოესი შეხვედრა ევროლიგაზე ელის, შერმადინის ყოფილ კლუბ "მაქაბის" უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში ბერძნები მეოთხედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, წაგება კი, შესაძლოა, ძვირად
დაუჯდეთ. შეხვედრა 22 მარტს პირეოსში გაიმართება.

დიდი სხვაობით გრან კანარიასთან
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძემ. მისმა "კახასოლმა" კანარის კუნძულებზე "გრან კანარიასთან" დიდი სხვაობით დათმო - 49:66.

ახალგაზრდა ქართველმა 11 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა. მან თითო ორქულიანი და სამიანი გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული