სერია "ა"-ს მორიგ ტურში "სიენამ" "კანტუს" უმასპინძლა და 73:66 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულას დასჯერდა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად, სანიკიძემ 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. სიენელებს 24 ქულით ბო მაკალებმა ულიდერა.
"სიენას" 25 მოგების წილ 9 წაგება აქვს და სერია "ა"-ს ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, სანიკიძის გუნდი სტუმრად "აველინოს" დაუპირისპირდება.