მისმა გუნდმა სტუმრად "დენვერთან" ითამაშა და 87:109 დათმო.
თორნიკემ და ბოსნიელმა მირზა ტელეტოვიჩმა ზუსტად თანაბრად, 3-3 წუთი ითამაშეს. მირზამ მატჩი უქულოდ დაასრულა, ხოლო შენგელიას ოთხი ბალის მოგროვება შეეძლო, მაგრამ ოთხიდან 1 საჯარიმო გამოიყენა და 1 ქულას 3 მოხსნა მიამატა.
"ბრუკლინი" მომდევნო მატჩს 30 მარტს სოლტ ლეიკ სიტიში "იუტას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
* * *
"ბოსტონთან" გასვლითი შეხვედრა წააგო ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" - 107:118.
ქართველი ცენტრი განაცხადში არ იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"