მანუჩარ მარკოიშვილის 5-იანები და "გალათასარაის" გასვლითი გამარჯვება

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

სტამბოლელებმა ბურსაში ადგილობრივ "თოფაშს" სძლიეს. დედაქალაქელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ - მარკოიშვილის გუნდმა 66:52 იმარჯვა და თურქეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში - 31 წუთი ითამაშა და ერთნაირი შედეგიანობით ესროლა როგორც შორი, ისე ახლო მანძილიდან. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ჯამში 5 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

მწირექულიან მატჩში ბომბარდირი 14 ქულის მიმთვლელი ენჯინ ათშური გახდა.

"გალათასარაის" 22 მოგება და 3 მარცხი აქვს. მომდევნო
ტურში, 13 აპრილს, მარკოიშვილის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის: სტამბოლურ დერბიში "ფენერბაჰჩეს" ხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული