ევროლიგიდან გამოვარდნის შემდეგ სიენელებმა იტალიის ჩემპიონატში საშუალოზე სუსტ "ვანოლისთან" გასვლით მატჩში წააგეს - 71:81.
სიენელთა შედეგების პარალელურად, შეუხედავია სანიკიძის სტატისტიკა. ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლების გემო კარგა ხანია, დაივიწყა.
წაგებულ მატჩში სანიკიძემ 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ვიქტორს ბევრიც არ შეუტევია, 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
ბობი ბრაუნის მოწადინება საკმარისი არაა სიენელთა წარმატებისთვის. 8 აპრილის მატჩში ამერიკელმა გამთამაშებელმა 28
15 მოგებითა და 11 წაგებით "სიენა" მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, სანიკიძის გუნდი ჯეიკობ პულენის "ოკნოპლასტს" უმასპინძლებს, რომელიც 8 აპრილის ტურში შინ "ვენეციასთან" განადგურდა - 66:85.
ქართული პასპორტის მქონე პულენმა სასტარტო ხუთეულში 27 წუთი ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად, პულენმა 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.
პულენის ბოლონიური გუნდი, რომელსაც 9 მოგება და 17 წაგება აქვს, ცხრილში კვლავ მე-14 ადგილზეა.
gbf.ge