თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ პირველივე ტაიმში გადაწყდა - საწყისი 20 წუთის შემდეგ კიეველები უკვე 52:26-ს იგებდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარში ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ და თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე - 96:59.
გიორგი ცინცაძემ მატჩი მისთვის უჩვეულოდ, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთი ითამაშა.
მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 7 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა. "ბუდიველნიკის" ბომბარდირი ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა,
ცინცაძის გუნდი მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა, "ჰოვერლასთან" მესამე შეხვედრას 15 აპრილს ჩაატარებს და მოგების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს მიიღებს (სერია სამ მოგებამდეა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"