იტალიური კლუბი ამის წინააღმდეგი არ იყო, პირიქით, მის ხელმძღვანელობას ხელს აძლევდა იმ კალათბურთელის შუა სეზონში გაშვება, რომელსაც კონტრაქტი ჩემპიონატის ბოლოს უმთავრდებოდა.
რადგან ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ერგო "კანტუსაც", რომელიც ფინანსურად დალხენილი ნამდვილად არ იყო.
მარკოიშვილის თურქეთში გადასვლიდან ორიოდე თვეში, 12 აპრილს გაზეთ "ლა რეპუბლიკაში" გამოქვეყნდა საინტერესო გამოკვლევა, რომლის ავტორი აცხადებს, რომ მანუს გაშვება არ შეიძლებოდა და ასკვნის: მარკოიშვილი შეუცვლელია. სწორედ ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას.
აქ კი გთავაზობთ ფოტოს, რომლის მიხედვითაც ნათლად დაინახავთ, რამდენად
ეს გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახა - ლომბარდიელები მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლას დაცვის ხარჯზე შევძლებთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა