ნიკა ცქიტიშვილმა "ჰუპსთან" 17 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ჩამპვილი" ლარი ბლერის "ჰუპსს" ესტუმრა და 17 ქულის სხვაობით დაამარცხა - 112:95.

სათაურიც გვეუბნება, რომ 17-ის ხსენება კიდევ არაერთხელ მოგვიწევს: ქართველმა თავდამსხმელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 17 მოხსნა. მან 38 წუთი ითამაშა, 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.

დასაწყისში ლარი ბლერი ვახსენეთ. ეს კალათბურთელი გასულ სეზონში ქართულ "შსს აკადემიაში" გამოდიოდა და ჩვენი პირველობის ბომბარდირიც გახდა.

ბლერმა სნაიპერული თვისებები "ჩამპვილთანაც" გამოავლინა - ყველაზე მეტი, 34 ქულა ჩააგდო.

20 აპრილს
"ჩამპვილი" "ამჩიტს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული