გიორგი ცინცაძემ უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალი 14 ქულით გახსნა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" უკრაინის ჩემპიონატში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და "გალიჩინას" 73:56 სძლია.

ქართველმა გამთამაშებელმა 26 წუთში 14 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ ქულები შორი მანძილიდან და საჯარიმო ტყორცნებიდან მოაგროვა - 9-დან 4 სამიანი გამოიყენა, რასაც 2 საჯარიმო მიამატა.

სერია ოთხ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი ისევ კიევში, 28 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული