ვიქტორ სანიკიძე "სიენას" გასვლით გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ტრავმის გამო ერთი მატჩის გაცდენის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მოედანზე გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "სიენას" ფორვარდმა სტუმრად, "მონტეგრანაროს" წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა და 4 ქულა მიითვალა.

სიენელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში - 94:90 დაამარცხეს. სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე, როგორც ვთქვით, 18 წუთი გაატარა და 4 ქულა დააგროვა. სანიკიძემ 3-დან 2 ორიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

სიენელთა შორის 17 ქულით საუკეთესო დევიდ მოსი გახლდათ, ხოლო კრისტიან კანგურმა 16 მოაგროვა.

18 მოგებითა და 11 მარცხით "სიენა" სერია "ა"-ში მე-5
ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 5 მაისს, "სიენა" "დინამო სასარის" უმასპინძლებს.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ
ვიქტორ სანიკიძეს ევროლიგის დონემდე ასვლაში "ტარტუ როკი" დაეხმარა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა ვიკა,ათამაშდი და შეუტიე ძველებურად
Tengo
10:49 02-05-2013
0

სიახლეები პოპულარული