***
მარკოიშვილის რომაული მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 სამქულიანი
მესამე ათწუთეულში ყველაზე დიდი სხვაობა მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ დაფიქსირდა - 56:44.
როგორც სტაბილურ გუნდებს სჩვევიათ, "კანტუმ" 12-ქულიანი უპირატესობა არ გაანიავა და საფინალო სირენამაც ასეთი ანგარიში დააფიქსირა - 78:66.
შეგახსენებთ, რომ "კანტუმ" "ლოტომატიკა" რომში შარშანაც დაამარცხა.
***
- "აველინოსთან" მატჩის წინ ძალიან მეშინოდა. განსაკუთრებით მეტოქის ტანდაბლები მაფიქრებდნენ. თუმცა, საბოლოოდ დაცვაში შესანიშნავად გავისარჯეთ და სეზონში მეორე მატჩიც მოვიგეთ, - ამოისუნთქა "ვირტუსის" თავკაცმა ლარდო ლინომ.
მას "აველინოს" წინახაზელებისა იმიტომ არ ეშინოდა, რომ სანიკიძის იმედი ჰქონდა. ფაქტია: მეორე ტაიმში რამდენჯერაც ვიქტორი მოედნიდან გავიდა, "აველინო" "ვირტუსს" იმდენჯერ წამოეწია და მწვრთნელი იძულებული გახდა, ქართველი მოედანზე დაებრუნებინა. ბოლონიელებმა პირველი სერიოზული გაქცევა მეორე პერიოდის ბოლოს მოაწყვეს: კოპონენის 4 ქულას ვიქტორმა ჯერ ორქულიანი მიაყოლა, შემდეგ სამიანი და - 44:30.
მესამე პერიოდს სანიკიძე სათადარიგოთა სკამზე შეხვდა და 7 წუთში "აველინომ" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა (43:48). ჩვენიანი მოედანს სწორედ 27-ე წუთზე დაუბრუნდა და "ვირტუსმა" 9:0 სპურტი "გამოაცხო", რომლის დროსაც ორი ქულა ქართული იყო (მოხსნებზე არაფერს ვიტყვით). 35-ე წუთზე, მაშინ, როცა ვირტუსელთა უპირატესობა 14 ქულას შეადგენდა, ლინომ სანიკიძის დასვენება გადაწყვიტა, თუმცა მომდევნო ორ წუთში მასპინძლებმა ქულა ვერ ჩააგდეს და სტუმართათვის "თარსი" მე-13 ნომერი მოედანს დაუბრუნდა. "აველინოს" "გამშრალი" კალათი სწორედ სანიკიძემ დაასველა, რასაც პოეტას სამი ქულა მოჰყვა და სირენამდე წუთით ადრე "ვირტუსი" კვლავ 10 ქულით დაწინაურდა - 67:57. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ამ მატჩის მსვლელობისთვის თვალის დევნება საინტერესო გახლდათ: ბოლონიელები რამდენჯერაც 10-ზე მეტი ქულით სხვაობით დაწინაურდნენ, მწვრთნელმა ვიქტორი იმდენჯერ დაასვენა. არადა, მას ორმაგ დუბლამდე ცოტა უკლდა. მატჩის ინტერნეტ-მსვლელობის შემყურემ გავიფიქრე - ნეტავ, "აველინო" ცოტა წამოეწიოს, რომ სანიკიძე მოედანზე დაბრუნდეს-მეთქი. ასეც ხდებოდა, თუმცა ჩვენიანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი.
***
ნიკა მეტრეველმა "ბარსელონასთან" (საინტერესოა, რომ ამ იტალიურ კლუბს ემბლემაზე კატალონიის დროშა ახატია) 7 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
"რიმინის" 5 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს და "ლეგადუეს" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველია უდინეს "სნაიდერო".
"ვირტუსსა" და "კანტუს" 2-2 მოგება და თითო წაგება უწერიათ. ასეთი მაჩვენებელი კიდევ ექვს გუნდს აქვს. სამი ტურის შემდეგ უდანაკარგო მხოლოდ მილანის "არმანია".