გიორგი ცინცაძეს უკრაინის ჩემპიონატის ფინალამდე ერთი მოგებაღა უკლია

AutoSharing Option
კიევის "ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონობისკენ იმდენად მშვიდად მიდის, გეგონებათ, საქმე ბავშვებში ჰქონდეს - უკრაინული სუპერლიგის ნახევარფინალში გიორგი ცინცაძის თანაგუნდელები უკვე 3:0 დაწინაურდნენ და ფინალში მოსახვედრად ერთი მოგებაც ჰყოფნით.

"ბუდიველნიკმა" 1 მაისს ლვოვის "პოლიტექნიკა-გალიჩინა" მისსავე მოედანზე 80:65 დაამარცხა.

გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 31:16 მოიგეს.

"ბუდიველნიკის" ბომბარდირი 23 ქულით ამერიკელი მალკოლმ დილეინი გახდა, გიორგი ცინცაძემ კი 18 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ქართველმა უკანახაზელმა 1 ორქულიანი (2-დან) და 2 სამიანი (50-დან) გამოიყენა.

ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი ლვოვში
3 მაისს შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული