მიუხედავად იმისა, რომ სერიის მე-6 მატჩში "ჩიკაგო" სტუმრად დაამარცხა და მოედნის უპირატესობა დაიბრუნა, მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 93:99 წააგო.
შენგელიას არც ერთ საპლეიოფო შეხვედრაში არ უთამაშია, რაც მოსალოდნელი იყო. 21 წლის ქართველისთვის NBA-ში პირველი სეზონი ახალ გარემოსთან შეგუების, პლანეტის უძლიერეს ლიგასთან ადაპტაციის იყო.
შენგელიას წინ კიდევ არაერთი და იმედია, ნაყოფიერი სეზონი ელის. დღეს კი თორნიკე თავისუფალია და ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა აქვს.
შენგელიამ გასულ სეზონში საუკეთესო მატჩი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში თორნიკემ "ვაშინგტონთან" წუთში 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მთლიანობაში კი შენგელიამ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მოედანზე 4,54 წუთს ატარებდა. მისი საშუალო მონაგარი 1,6 ქულა, 1,2 მოხსნა, 0,2 პასი და 0,2 ჩაჭრაა.
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო შენგელია რამდენჯერმე გაუშვეს NBA-ს განვითარების ლიგაში, სადაც თორნიკემ 10 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 36,5 წუთში 24,3 ქულას, 8,2 მოხსნას, 4 პასს, 2,3 ჩაჭრას და 1 დაფარებას აგროვებდა.
gbf.ge