ყველაფერი ისე მიდის, რომ მასპინძელისთვის გამარჯვების მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს.
"ემპორიო არმანიმ" "სიენას" მილანში იოლად - 82:67 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. სათქმელია, რომ აქამდელი ყველა მატჩი მასპინძელმა გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოიგო. თუკი ასე გაგრძელდა, მილანელები ნახევარფინალში გავლენ.
სანიკიძემ ქულათა უმეტესობა ბოლო მეოთხედში ჩააგდო, თუმცა თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხ
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 25 წუთში კი 12 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანიკიძის შემდეგ სიენელთაგან 10 ქულით დანიელ ჰაკეტი გამოირჩა, ხოლო ამერიკელმა ბობი ბრაუნმა მხოლოდ 8 ქულა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო, მე-6 მატჩი, 20 მაისს, სიენაში გაიმართება და საერთო ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში, სერიის მე-7, გადამწყვეტ შეხვედრას 22 მაისს მილანი უმასპინძლებს.
gbf.ge