"ჰოქსმა" იგორ კოკოშკოვის (ასისტენტია) "ფინიქსს სანსს" მართლაც შეუტია, მაგრამ "მზესთან" მიახლოვების შემდეგ ფრთები შეეტრუსა. ჯორჯიელებს სწრაფ ტემპში მოთამაშე სტივ ნეშის (15 პასი, 19 ქულა) "სანსთან" განსაკუთრებით მესამე პერიოდში გაუჭირდათ, 61:79 ჩამორჩნენ. თუმცა ატლანტელებმა 18-ქულიანი "დეფიციტი" სამქულიანების წყალობით (5 წუთში 6 შორეული ტყორცნა) მალევე აღმოფხვრეს და მესამე პერიოდის ბოლოს ანგარიშიც გაათანაბრეს - 88:88.
მეოთხე რაუნდის დასაწყისში მოედანზე ზაზა ფაჩულია დაბრუნდა, დაცვაშიც კარგად დადგა, თუმცა სირენამდე 6:59
შეხვედრის ბოლო წუთები საოცარი სანახავი გამოდგა - არც ერთი გუნდი საკუთარ ნახევარზე ისე არ ბრუნდებოდა, მინიმუმ ორი ქულა რომ არ ჩაეგდო. ასე, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის დასრულებას 42 წამი აკლდა, როცა ჯამალ კროუფორდმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა - 112:112. საპასუხო იერიში ფრეიემ ორქულიანით დაასრულა. გადამწყვეტი კი ჯო ჯონსონის შეტევა გამოდგა, სირენამდე 8 წამით ადრე მან ფარქვეშიდან ტყორცნა გააცუდა... "ფინიქსმა" 118:114 მოიგო.
ეს იყო ატლანტელი "ქორების" პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში. მათ 6 გამარჯვება აქვთ და სამხრეთ აღმოსავლეთის დივიზიონში პირველობას ინარჩუნებენ. დღეს, გამთენიისას ჯორჯიელები ამავე დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდებოდნენ.
ატლანტა-ფინიქსი 114:118
ზაზა ფაჩულია: 08:27 წუთი, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:34 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:32 ფოლი: 1
II პერიოდი
11:46 შეცდომა: 1
11:23 ფოლი: 2
09:59 ბიბიმ ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
10:51 ზაზამ სმიტი შეცვალა
09:31 ფოლი: 3
08:24 პასი: 1 (ჰორფორდი 2ქ, 90:91)
06:59 ორქულიანი: არაზუსტი
06:59 სმიტმა ზაზა შეცვალა