სარაგოსელები "მანრესას" შეხვდნენ და 71:76 წააგეს, თუმცა ქართველ კალათბურთელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც "სარაგოსას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, შერმადინმა და სანიკიძემ ტრავმების გამო არ ითამაშეს, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ თემაზე მეტი არაფერი თქმულა.
სავარაუდოდ, ქართველ კალათბურთელებს მცირე ტრავმა აწუხებთ და მწვრთნელები მოსამზადებელ მატჩში მათ დატვირთვას მოერიდნენ.
წყარო: gbf.ge