გიორგი ცინცაძის "დონეცკი" ვითიბი ლიგაზე უდანაკარგოდ ასპარეზობს

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ვითიბი ლიგაზე მეორე მატჩი ჩაატარა და ჯერაც უდანაკარგოა.

უკრაინელებმა ჩეხეთის "ნიმბურკს" უმასპინძლეს და 80:74 დაამარცხეს. სხვათა შორის, ამავე გუნდთან გიორგის შარშანაც მოუწია დაპირისპირება - ევროთასის პირველ ჯგუფურ ეტაპზე მისმა "ბუდიველნიკმა" ორი მატჩის ჯამში ჩეხები უკან მოიტოვა.

ქართველი გამთამაშებელი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გიორგისთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო ბერნარდ კინგი, რომელმაც 12 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვითიბი ლიგაზე "დონეცკთან" ერთად სამ გუნდს აქვს
2-2 მოგება - რუსულ "უნიქსს" და ლიტვურ "ლიეტუვოს რიტასს". ამავე ტურნირის ეგიდით ცინცაძის თანაგუნდელები ესტონეთს ეწვევიან და ტალინის "კალევთან" 27 ოქტომბერს ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი კარგი კალათბურთელია. ევროპაზე აჩვენა რა შეუძლია
სტუმარი
13:10 22-10-2013
0

სიახლეები პოპულარული