თურქული "გალათასარაის" ქართველმა უკანახაზელმა "აიალღა პეტკიმს" 8 ქულა ჩაუგდო, რაც ამ სეზონში მისთვის პირადსარეკორდოა, თუმცა სტამბულურმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა - "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი იზმირში იწვნია - 69:77.
მარკოიშვილს ბევრი არ უთამაშია - 19 წუთში 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად, მანუჩარმა 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
გალათასარაელთა შორის
მარკოიშვილის გუნდს თურქეთის ჩემპიონატში 2 მოგება და 1 წაგება აქვს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, "გალათასარაი" "თოფაშს" უმასპინძლებს.
წყარო: www.gbf.ge