გამყრელიძე: ტრავმირებულები დაგვიბრუნდებიან და გვეშველება

AutoSharing Option
ლაშა გამყრელიძის "გისენმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბერლინის "ალბას" უმასპინძლა და სეზონში მეექვსედ დამარცხდა - 77:85.

ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 32 წუთში 5 ქულა, 7 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ ლაშა გამყრელიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ წლეულს ბერლინის "ალბაში" სოლიდური შემადგენლობაა შეკრებილი:

- ამ სეზონში "ალბა" ძალიან ძლიერი გუნდია. სხვა კარგ კალათბურთელებთან ერთად მასში თამაშობს ჰოლის პრაისი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლის კანდიდატად განიხილებოდა. ჩვენ კი ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი, ენტონი სმიტი ტრავმირებული გვყავს...

ლაშამ გვითხრა, მიუხედავად
იმისა, რომ მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ალბა" 10 ქულით იგებდა, მატჩის ბოლოს "გისენმა" თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ძალა არ ეყო. გამყრელიძემ იქვე დაგვაიმედა, რომ ტრავმირებული კალათბურთელების დაბრუნების შემდეგ "გისენი" მცირე ჩავარდნას თავს დააღწევს და პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს.

სადღეისოდ გისენელებს 5 მოგების წილ 6 წაგება უწერიათ და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე არიან. პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული