მადლობა ვაშინგტონს

AutoSharing Option
ამერიკულ დღესასწაულზე, "მადლიერების დღეს" "ატლანტა ჰოქსმა" "ვაშინგტონ უიზარდსს" უმასპინძლა. NBA-ს ოფიციალურ საიტზე შეხვედრას ასეთი სათაური ჰქონდა: "მადლობა... ვაშინგტონელებს". მართლაც, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებმა წაგებათა სამმატჩიანი სერია სწორედ დედაქალაქელებთან შეწყვიტეს.

პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორის დასაწყისში ჯორჯიელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და 34:18 დაწინაურდნენ. 34-ე ქულა ზაზას აგარიშზე იყო. ამის შემდეგ "ქორებმა" აკრეფილი სიჩქარე არ დააგდეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს - 116:96. საინტერესოა, რომ "ჰოქსის" ბოლო ორი ქულა ფაჩულიას ანგარიშზეა. მან მატჩი 4-4 ქულა-მოხსნით, 2 დაფარებით, 1 პასითა და 5 ფოლით დაასრულა. ჯორჯიელთაგან 20-ქულიან
ნიშნულს ორმა კალათბურთელმა მიაღწია - ჯონსონმა (21 ქულა) და სმიტმა (20).

სხვათა შორის, 10 ნოემბრის შემდეგ ზაზას პირველად ერგო 20-ზე მეტი სათამაშო წუთი - "ვაშინგტონთან" მოედანზე 20:29 წუთი გაატარა.

"ატლანტა" მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს ნიუ იორკში, "ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ატლანტა-ვაშინგტონი 116:96
ზაზა ფაჩულია: 20:29 წუთი, 4 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 5 ფოლი, 3 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
04:26 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:02 ფოლი: 1
00:44 ორქულიანი: არაზუსტი
00:02 ზაზამ უილიამსი შეცვალა
II პერიოდი
10:20 ორქულიანი: 2ქ (34:18)
10:20 საჯარიმო: 1/0
08:53 დაფარება: 1 (უოლს დაუფარა)
08:26 ფოლი: 2
08:26 შეცდომა: 1
07:49 ფოლი: 3
07:49 სმიტმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
01:32 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:59 პასი: 1 (ევანსი 3ქ, 83:63)
00:13 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
IV პერიოდი
08:23 დაფარება: 2 (სერაპინს დაუფარა)
08:21 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
07:47 ფოლი: 4
07:47 შეცდომა: 2
06:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
06:17 ორქულიანი: არაზუსტი
05:49 ორქულიანი: არაზუსტი
03:55 ფოლი: 5
03:55 შეცდომა: 3
00:16 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 116:96)
00:02 მოხსნა: შეტ-0, დაც-4



მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ნამდვილი ქართველი კაცი!:)))სახელოვანიცაა,ლამაზი ოჯახიც ჰყავს და წარმატებულიცაა:))))და თანაც არც ნაცებს და გიჟს უძვრება უკნიდან ,ყველაფერს თვითონ მიაღწია:)გაიხარე კარგო ქართველო!:)
barnaba
18:27 27-11-2010
0

სიახლეები პოპულარული