ისტორია ფოტოში: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ნამდვილი ჯორდანი

AutoSharing Option
ერთხელ დამესიზმრა, სახლის წინ, სადაც ტალახით სავსე რუ გადიოდა, ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემს გუნდში იყვნენ რობერტო ბაჯო, ბებეტო, რონალდ კუმანი, ორი აგურით გაკეთებულ კარში ჯანლუკა პალიუკა იდგა...

სიზმრის ახდენა წინასწარ იყო განწირული ფიასკოსთვის.

თუმცა არსებობს სიზმრები, რომლებიც ერთი-ერთში ხდება. საქართველოს ნაკრების კალათბურთელ ნიკოლოზ ცქიტიშვილს მოვუსმინოთ:

"ბავშვობაში ვნახე, თითქოს NBA-ში ვთამაშობდი, მაისურზე 22 ნომერი მეწერა და მაიკლ ჯორდანს ვმეურვეობდი. მაშინ ნამდვილად არ მეგონა, თუ ყველაფერი ცხადში ასე მოხდებოდა".

ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტზე მე-5 ნომრად 2002 წელს აიყვანეს. სწორედ მაშინ 39 წლის მაიკლ ჯორდანი
კარიერას "ვაშინგტონში" ასრულებდა.

"ჯორდანი ჩემი კერპი გახლდათ და საოცარი გრძნობა იყო მასთან ერთად მოედანზე დგომა. მფრინავ მაიკლს თავიდან ცოტა ვუჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილი ჯორდანი იყო", - ასე იხსენებს ნიკა ჯორდანთან შეხვედრას.

მეორე დაპირისპირებაში ქართველმა 14 ქულა, 7 მოხსნა მოაგროვა და მისმა "დენვერმა" "ვაშინგტონი" დაამარცხა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდამ თქვა:

"დავბერდი, დროა მოედნიდან ტრიბუნებზე გადავინაცვლო" და სეზონის დასრულებასთან ერთად ყველას დაგვემშვიდობა.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული