ორივე მატჩი თითქმის თანაბარი სცენარით წარიმართა, ზაზას თანაგუნდელებმა ნიუ იორკშიც და ტორონტოშიც მესამე პერიოდში ისეთი უპირატესობა მოიპოვეს, რომ მასპინძლებს მეოთხე თორმეტწუთეულში თამაშის შემოტრიალების შანსი არ დაუტოვეს. თუმცა, "ნიქსმა" მესამე პერიოდის დასაწყისში 20-ქულიანი ჩამორჩენა ამავე მეოთხედის ბოლოს 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ამოქმედ
"ატლანტას" მწვრთნელი ლარი დრიუ წინამორბედი მაიკ ვუდსონის მსგავსად 6 კალათბურთელს ეყრდნობა, დანარჩენებს წამყვანი მოთამაშეების დასასვენებლად იყენებს. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ჯორჯიელები უმთავრესად ფარიდან მოშორებით ცდილობენ ხეირის ნახვას. ისინი ძირითადად სამქულიანებისა და საშუალო დისტანციიდან ტყორცნების იმედად არიან.
ასეთი ტაქტიკა და კალათბურთელებისადმი მსგავსი მიდგომა ვუდსონს ძვირად დაუჯდა - ფარქვეშ დამაჯერებლად მოთამაშე "ორლანდოსთან" პლეი ოფში პირწმინდად დამარცხდა და მთავარი მწვრთელის პოსტის დატოვებმაც მოუწია. გუშინ და გუშინწინ "ატლანტა ჰოქსმა" "ნიუ იორკიცა" და "ტორონტოც" უმთავრესად პერიმეტრიდან და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით დაჯაბნა, თუმცა სხვა, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ფარქვეშ თამაშის გაუუმჯობესებლად წარმატების მიღწევა გაუჭირდება. მწვრთნელს კი ნამდვილად მართებს ცენტრების მეტად დატვირთვა...
ფაჩულიას ლარი დრიუმ შაბათ-კვირას 10-10 წუთი არგუნა, რაც ნამდვილად ცოტაა, რადგან ქართველი ცენტრი გუნდს საკმარისად ეხმარება და ფარქვეშეთსაც კარგად ამაგრებს. აკი ამბობს "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტი მაიკლ კანინგემი: "ლარი დრიუს წინა ხაზში პრობლემები აქვს. ახალბედა მწვრთნელი ზედმეტად ენდობა პაუელს, რომელსაც სათამაშო დროს ზაზა ფაჩულიას ხარჯზე აძლევს, რაც აბსურდია..."
იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ცენტრი მალე მიიღებს იმდენ სათამაშო დროს, რამდენსაც იმსახურებს.
"ატლანტა" მომდევნო მატჩს შინ "მემფისთან" 1 დეკემბერს ჩაატარებს.
ნიუ იორკი-ატლანტა 90:99
ზაზა ფაჩულია: 09:58 წუთი, 2 ქულა (5-დან 1 ორქულიანი), 3 მოხსნა, 1 ფოლი.
ქრონოლოგია
I პერიოდი
00:37 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
II პერიოდი
10:59 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
10:24 ორქულიანი: არაზუსტი
09:17 ორქულიანი: არაზუსტი
09:15 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:14 ორქულიანი: 2ქ (38:25)
08:40 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
08:30 ორქულიანი: არაზუსტი
06:50 სმიტმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:49 ზაზამ უილიამსი შეცვალა
IV პერიოდი
11:21 ორქულიანი: არაზუსტი
10:39 ფოლი: 1
10:39 სმიტმა ზაზა შეცვალა
ტორონტო-ატლანტა 78:96
ზაზა ფაჩულია: 10:24 წუთი, 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ფოლი.
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:50 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
01:27 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:36 საჯარიმოები: 2/1 (1ქ 25:23)
00:00 ფოლი: 1
00:00 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
II პერიოდი
10:33 პასი: 1 (კროუფორდი: 3ქ, 30:23)
08:11 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
03:45 ზაზამ ბიბი შეცვალა