შეხვედრის მესამე პერიოდის წინ "ბენფიკამ" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 46:34. დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე ცინცაძე დაბრუნდა, ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და
სწორედ ასეთი ჩამორჩენა გახდა "როკერთა" გამოფხიზლების მიზეზი, რომლებმაც 16:0 გაქცევა მოაწყვეს, 72:71 დაწინაურდნენ და გამარჯვების იმედი დაიბრუნეს. მატჩის ხასიათი არც ბოლო წუთებზე შეცვლილა, აღმავლობას ისევ ჩავარდნა მოჰყვა, ბოლო სამ წუთში "ტარტუმ" მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, "ბენფიკამ" 9:2 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა.
შეხვედრას თვალს ინტერნეტ-ქრონოლოგის დახმარებით ვადევნებდით, ვფიქრობდით, რომ მწვრთნელი გიორგი ცინცაძეს ბოლო წუთებისთვის ინახავდა, მაგრამ შევცდით: "როკის" თავკაცმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი მეოთხე პერიოდში აღარ ათამაშა. არადა, ბოლო წუთებზე გუნდს ახალი ძალა ნამდვილად სჭირდებოდა...
ასეა თუ ისე, ცინცაძემ მოედანზე 14 წუთი დაჰყო, 6 ქულა და თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა. 26 წუთში 12 ქულა და 7 პასი შეასრულა გიორგის კონკურენტმა ტიმუ სოკმა. ჩვენმა პორტუგალიელმა ნაცნობმა ევანსმა 14 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ჰენრი გახდა - 21 ქულა.
ევროჩელენჯის სამი ტურის შემდეგ სამი წაგება აქვს "ტარტუ როკს", თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს, რისთვისაც დარჩენილი სამი შეხვედრა უნდა მოიგოს. შეიძლება, "ბენფიკასა" და შვეიცარიის "ლუგანოს" შინ აჯობოს, მაგრამ ბულგარულ "აკადემიკთან" სოფიაში გამარჯვება გაუჭირდება. ბევრი რამე პორტუგალიელებსა და შვეიცარიელებზეც იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ჩამოგიწერთ შეჯიბრების სატურნირო ცხრილს, დარჩენილი მატჩების კალენდარს და შანსებზე თავად იმსჯელეთ. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.
C ჯგუფი
აკადემიკი-ბენფიკა 92:71
ლუგანო-როკი 73:61
როკი-აკადემიკი 72:80
ბენფიკა-ლუგანო 89:84
ლუგანო-აკადემიკი 66:69
ბენფიკა-როკი 80:74
თ მ წ სხ ქ
1. აკადემიკი 3 3 0 241/209 6
2. ბენფიკა 3 2 1 240/250 5
3. ლუგანო 3 1 2 223/219 4
4. როკი 3 0 3 207/233 3
7 დეკემბერი
როკი-ლუგანო
8 დეკემბერი
ბენფიკა-აკადემიკი
14 დეკემბერი
აკადემიკი-როკი
ლუგანო-ბენფიკა
21 დეკემბერი
აკადემიკი-ლუგანო
როკი-ბენფიკა