ლუგანოსთან გადაწყდება

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი" დღეს ევროჩელენჯზე შვეიცარიულ "ლუგანოს" უმასპინძლებს. სამი ტურის შემდეგ ტარტუელებს ერთი მოგებაც არ აქვთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდებათ. 

ასეთი საპასუხისმგებლო მატჩისთვის "როკმა" ესტონეთის ჩემპიონატში "ვალგასთან" წაივარჯიშა - 99:70 დაამარცხა.

ცინცაძემ 15 წუთში 7 ქულა (1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული