შეგახსენებთ, დარტსი სპორტის ის სახეობაა, კედელზე მრგვალ სამიზნეს რომ ჩამოკიდებენ და პატარა ისრებს ათიანში ესვრიან.
ახლა კალათბურთზე. "კანტუმ" სტუმრებს 98:77 მოუგო. მანუჩარის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთი, 22 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. მანუს 4 სამქულიანის ჩასაგდებად ხუთი მცდელობაც ეყო, ხოლო 10 ორქულიანიდან 5 გამოიყენა.
იტალიური გაზეთები მანუჩარის მიერ ზედიზედ ჩაგდებულ
- ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თამაში ისე არ გამოგვდიოდა, როგორც გვსურდა. წავაგეთ რამდენიმე მატჩი. მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დიდი სხვაობით მოვიგეთ, - განაცხადა კანტუელთა დამრიგებელმა ანდრეა ტრინჩიერიმ.
***
ბოლონიური პრესა კი ჩივის: ვიქტორ სანიკიძეს მკურნალობისთვის 20 დღე დარჩა, რა ეშველება ამ პერიოდში "ვირტუსს", რომელსაც ფარქვეშ სერიოზული პრობლემები აქვსო. ბოლონიელებმა ტრევიზოს "ბენეტონთან" შინ 10 ქულის სხვაობით დათმეს (69:79) და სატურნირო ცხრილში საპლეიოფო ზონას ჩამოსცილდნენ: 4-4 მოგება-წაგება აქვთ. "კანტუ" პირიქით, ცხრილის სათავისკენ მიიწევს - "სკავოლინისთან" და "ვანოლისთან" მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს. სამივეს 5-5 მოგება და 3-3 მარცხი უწერია. მომავალ უქმეებზე "კანტუ" "მონტეგრანაროს" ეწვევა, "ვირტუსი" - "დინამო ჩისარის". მანამდე მანუს თანაგუნდელებს საპასუხისმგებლო მატჩი ელით, ევროთასზე ჰოლანდიურ "გრონინგენს" მიიღებენ. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
***
იტალიის მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" "იმოლას" უმასპინძლა და სწორედ იმ ანგარიშით დაამარცხა, როგორითაც საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი (2009 წლის გადამწყვეტ მატჩში) - 86:84.
ნიკა "იმოლასთან" მატჩის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.